ჩამოშლადი სია

ძალიან მოსახერხებელი და გამოყენებაში კომფორტულია  ჩამოშლადი სიები , განსაკუთრებთ მაშინ როცა დიდი რაოდენობის ერთიდაიგივე ერთიდაიგივე დასახელებაა ჩასაწერი ცხრილში.

1. სიის მარტივი აწყობა ხდება Data მენიუს Data Validation ბრძანების საშუალებით, ვირჩევთ ბრძანებას Data Validation

2. Allow გრაფაში ვირჩევთ List ბრძანებას და Source გრაფაში ვწერთ სიის ელემენტებს

ექსელის უჯრედის (cell) რედაქტირების მარტივი ხრიკები

აქტიური უჯრედის რედაქტირება F2
აქტიურ უჯრედში ტექსტის ახალ სტრიქონზე გადატანა ALT + ENTER
კურსორის მარჯვნივ ერთი უჯრედის ან ერთი სიმბოლოს მონიშვნა Shift +   მარჯვნივ მიმართული ისარი
კურსორის მარცხნივ ერთი უჯრედის ან ერთი სიმბოლოს მონიშვნა Shift + მარცხნივ მიმართული ისარი
კურსორის გადასვლა სტრიქონის ბოლოში (ხშირად შემთხვევით დაჭერილ ამ კლავიშთა კომბინაცია გაოცებას იწვევდა,რადგან თუ თუ მონიშნული უჯრედის შემდეგ ტექსტი არ წერია კურსორი გადადის ექსელის ბოლო სვეტზე სტრიქონის ბოლოში) Ctrl + მარჯვნივ მიმართული ისარი
კურსორის გადასვლა სტრიქონის დასაწყისში Ctrl + მარცხნივ მიმართული ისარი
და ახლა ლოგიკური გაგრძელება
კურსორის გადასვლა და მონიშვნა სტრიქონის ბოლოში Ctrl + Shift + მარჯვნივ მიმართული ისარი
კურსორის გადასვლა და მონიშვნა სტრიქონის დასაწყისში Ctrl + Shift + მარცხნივ მიმართული ისარი
უჯრედის რედაქტირების დროს კურსორის მარვჯნივ მდებარე ტექსტის წაშლა Ctrl + Delete
უჯრედის რედაქტირების უარყოფა Esc