შპს “ფინანსური ტექნოლოგიები” შეიქმნა 2018 წელს, ვერ ვიტყვი რომ ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა ამ სფეროში ან პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ჩვენ არ გვეშინია განვაცხადოთ, რომ ახლა ვიწყებთ მუშაობას და ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ “GFT” ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია იქნება ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში, კომპანია გაიზრდება თქვენთან ერთად, ვინც ახლა იწყებთ ფინანსურ სამყაროში მოღვაწეობას ან უკვე პროფესიონალი ხართ, მაგრამ გსურთ გაიმარტივოთ შრომა ფინანსური ტექნოლოგიების დახმარებით, მათთან ერთად ვისაც არ გეშინიათ კითხვის დასმის და ვისთვისაც არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“. დაგვისვით შეკითხვები , მოგვწერეთ  პრობლემები და ერთად შევქმნათ ტექნოლოგიურად სრულყოფილი სამუშაო გარემო.