განვიხილოთ if ფუნქციის გამოყენების მარტივი მაგალითი
G2 გრაფაში მოცემულია რიცხვითი მნიშვნელობა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს 100-მდე დიაპაზონში, პირობის კონტროლი ხდება if ფუნქციის საშუალებით და ასეთი სახე ექნება =if(G2>100, ”შეტანილი მონაცემი გასცდა სასურველ დიაპაზონს“, G2)
გავაანალიზოთ ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი
- ფორმულის ჩაწერა იწყება = ნიშნით
- შემდეგ ფუნქციის დასახელება IF
- ვხსნით ფრჩხილს და პირველად იწერება ლოგიკური გამოსახულება ანუ ჩვენს შემთხვევაში – G2 გრაფაში მოთავსებული უნდა იყოს რიცხვი 100-მდე მნიშვნელობის ანუ ვწერთ თუ G2>0 , ე. ი =IF(G2>0,
- და მოდის პირობა, როცა გამოსახულება ჭეშმარიტია ანუ G2 გრაფაში შეტანილი მნიშვნელობა 100-ზე მეტია – ”შეტანილი მონაცემი გასცდა სასურველ დიაპაზონს“
- გაითვალისწინეთ რომ ტექსტი ჩასმული უნდა იყოს ბრჭყალებში
- და ბოლოს იწერება ის მნიშვნელობა, როცა G2 არის 100-ზე ნაკლები, ჩვენს შემთხვევაში ფორმულამ უნდა დაწეროს G2 გრაფის მნიშვნელობა
- გაითვალისწინეთ რომ ლოგიკურ გამოსახულება და პირობები გამოყოფილი უნდა იყოს ერთმანეთისგან მძიმით
- მივიღეთ ფორმულა =IF(G2>100, ”შეტანილი მონაცემი გასცდა სასურველ დიაპაზონს“,G2)
- ფორმულა იკითხება ასე – თუ G2 გრაფა მეტია ასზე, მაშინ დამიწერე ”შეტანილი მონაცემი გასცდა სასურველ დიაპაზონს“ თუ არადა დამიწერე G2-ში არსებული მონაცემი
ეს იყო IF ფუნქციის ყველაზე მარტივი გამოყენება